ინდოეთმა კორონავირუსის შემთხვევებით რუსეთს გაასწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზეა

06 ივლისი 2020, 09:55 1219 ნახვა

მსოფლიოში  კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 11-ნახევარ მილიონს გადააჭარბა. მათგან  6 მილიონ 539 ათასი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო  536 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა  მაღალი ამერიკის შეერთებულ შტატებშია სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა, კიდევ 44 ათას 530 -ით გაიზარდა და მედიკოსების ვარაუდით,  დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3 მილიონს გადააჭარბებს, მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაში სადაც მილიონ 600 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა.

რთული ვითარებაა რუსეთსა და ინდოეთში, სადაც 600 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული,თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რეალური მაჩვენებლები ამ ორ ქვეყანაში უფრო მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში