შვილზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

06 ივლისი 2020, 17:45 2005 ნახვა

ხელვაჩაურში, დედის მიერ ცხრა წლის ბავშვზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  დედა დაკავებული არ არის, ის  დაკითხვაზე იმყოფებოდა. არასრულწლოვანი კი, ოჯახს განარიდეს, ის უსაფრთხო გარემოშია, მასზე  სოცმუშაკები მუშაობენ.

"არასრულწლოვანი ამ დროისთვის იმყოფება მშვიდ, უსაფრთხო გარემოში, თავს კარგად გრძნობს. ბიოლოგიურ ოჯახს, სადაც ბავშვი იმყოფებოდა, იქ ამ წუთებშიც არია ჩვენი სააგენტოს წარმომადგენლები, ვინაიდან, ოჯახში კიდევ იმყოფება არასწრულოვნები და სწავლობენ მათ მდგომარეობა", აცხადებენ უწყებაში. 

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში