დააკავეს მოქალაქე, რომელიც ყალბ 100 დოლარიან კუპიურებს ასაღებდა - საგამოძიებო  

07 ივლისი 2020, 10:14 2052 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დაკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში  ყალბი 21 ცალი 100  დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია  2 100 აშშ დოლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში