გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

07 ივლისი 2020, 11:06 1492 ნახვა

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - ამ და სხვა სავარაუდო ვერსიებზე  გარდაცვლილი ფეხბურთელის  გიორგი შაქარაშვილის ბიძამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ,,თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.  

მირიან ნიკოლაძემ მოწმეთა ჩვენებებზე, ექსპერტიზის დასკვნაზე, უპასუხო კითხვებსა და გამოძიების მიმდინარეობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განზრახ მკვლელობასაც  განიხილავს, თუმცა  პრობლემას ქმნის ერთ-ერთ  მნიშვნელოვან ეპიზოდზე ინფორმაციის ნაკლებობა, რომლის შესახებაც მოწმეები და ბრალდებულები არ საუბრობენ.

 ოჯახს ყველაზე მეტი კითხვა იმ 6 პირთან  აქვს, რომლებიც ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომობილში იმყოფებოდნენ  და ბოლო შემხებლობა ჰქონდათ შაქარაშვილთან. ოჯახს უჩნდება განცდა, რომ მოწმეები მალავენ მთავარ ინფორმაციას  და ამ მიზეზით   ჩვენებებს ცვლიან.  

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი ხიდის ქვეშ ნაპოვნ შაქარაშვილის პირად ჩანთაზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზის  პასუხების მოლოდინშია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა საქმეში. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში