შსს გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერს აქვეყნებს

07 ივლისი 2020, 14:15 1257 ნახვა

პოლიციამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იაკობ ბრეგვაძის მიერ "112" - ში განხორციელებულ ზარი და ასევე, 112- ის ოპერატორის მიერ განხორციელებულ ზარი იაკობ ბრეგვაძესთან გაასაჯაროვა.

"იაკობ ბრეგვაძემ ტრაგედიის ღამეს მას შემდგომ რაც, ავტოსამრეცხაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეულ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ის ტოვებს შემთხვევის ადგილს, გაურბის საფრთხეს, მას შემდგომ რაც მასზე თავდასხმა განხორციელდა იმალება ერთ-ერთ შენობაში, რის შემდგომაც მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით აკეთებს შეტყობინებას 112-ში, უკავშირდება ოპერატორს და ეუბნება, რომ აქვს ადგილი ფიზიკურ დაპირისპირებას, ჩხუბობს დახლოებით 10 ადამიანი და იძახებს პოლიციას, მაგრამ შეტყობინების განხორციელებისას ის ვერ ასახელებს ზუსტ ლოკაციას თუ სად იმყოფება, ის ამბობს, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე უსახელებს ერთ-ერთი გაუქმებული ობიექტის სახელწოდებას. ოპერატორი ცდილობს დააზუსტოს მისი შეტყობინება და ავტომატურ რეჟიმში აგზავნის მის შეტყობინებას საპატრულო და კრიმინალური პოლიციის სამორიგეოში. ამავდროულად პოლიციის ეკიპაჟები ცდილობენ იაკობ ბრეგვაძის ადგილსამყოფელის დადგენას, გადიან სავარაუდო მიმართულებაზე და სამორიგეოდან უკავშირდებიან მას ლოკაციის დაზუსტების მიზნით. მაგრამ ეკიპაჟები ვერ პოულობენ ლოკაციას და იძულებული ხდება ოპერატორი განმეორებით დაუკავშირდეს მას და დააზუსტოს ლოკაცია. მეორე ზარი რომელიც განხორციელდა, განხორციელდა 112-ის ოპერატორის ინიციატივით, რომელიც მისი ადგილმდებარეობის დადგენის მიზნით და სწორედ ამ დროს იაკობ ბრეგვაძე მას ეუბნება, რომ იმყოფება მცხეთა-მთიანეთის მიმდებარედ, არაგვის ხიდებთან, მაგრამ ამავდროულად უმარტავს, რომ ჩხუბი დასრულდა და ყველა წავიდა და ეუბნება, რომ გააუქმოს შეტყობინება. მიუხედავად ამისა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი განაგრძობს მის ძებნას"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ."- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში