წლებია ზაფხულში წყლის გარეშე ვართ - სოფელ ჯიხანჯურის მოსახლეობა

07 ივლისი 2020, 17:37 1568 ნახვა

სასმელი წყლის პრობლემა ქობულეთში. ჯიხანჯურში, ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყოველ ზაფხულს წყლის გარეშე არიან. მათი ინფორმაციით, სათავე ნაგებობა რომელიც, რამდენიმე დასახლებას წყლით ამარაგებს, დაზიანებულია და მისი რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ქობულეთის მერის მოადგილე ზაფხულში წყლის დებეტის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნულ საკითხს შეისწავლიან.

რომელმა კომპანიამ განახორციელა სამუშაოები და რატომ არ შეკეთდა წყლის მილები? მერიის პრესცენტრში აცხადებენ, რომ დაზიანება ტერიტორიაზე გუშინ დაფიქსირდა, ამ ეტაპზე შეკეთება მიმდინარეობს და წყლის მიწოდება რამდენიმე დღეში აღდგება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში