გაყიდვები დაეცა, მოვაჭრეები შეღავათს ითხოვენ

07 ივლისი 2020, 20:30 1546 ნახვა

სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისა და არამარტო მათთვის, ბაზარი შემოსავლის ერთადერთი  წყაროა.  პანდემიის პერიოდში ბევრ არსებობაც გაუჭირდა, თუმცა ბაზრის გახსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოვაჭრეები მყიდველის სიმცირეს უჩივიან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორების განსაკუთრებული მატება არ ჩანს. რესტორნებში ვერც ქორწილისა და ქელეხის სუფრებს შეხვდებით. ამ ფონზე ბათუმის აგრარულ ბაზარში დასაქმებულები, მაღალ გადასახადებსა და საბანკო სესხებზე საუბრობენ .

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში