იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო "მწვანე"სიაში შეიყვანეს, შემოსვლისას 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

08 ივლისი 2020, 11:56 1470 ნახვა

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, 14-დღიანი ფასიანი კარანტინის პირობით საქართველო საზღვარს იმ ქვეყნებსაც გაუხსნის, რომლებმაც ის ე.წ. მწვანე სიაში შეიყვანა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც დღეს არსებული რეჟიმი ნარჩუნდება.

„ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში