ბიზნესვიზიტორებმა შეიძლება აირჩიონ 2-კვირიანი კარანტინი ან რეგულარული „პისიარ“ ტესტირება - ნათია თურნავა

08 ივლისი 2020, 15:22 1049 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, იმისათვის, რომ საქართველომ სწრაფად დაიბრუნოს ეკონომიკაში აღმავალი პოზიცია და მეტი ინვესტორი მოიზიდონ, ​ ბიზნესვიზიტორებს ორ ალტერნატივას შეთავაზებენ.

„​ ბიზნესვიზიტორებს ვთავაზობთ ორ ალტერნატივას – თუ ხანგრძლივი დროით ჩამოდიან, შესაძლოა, არჩიონ 2-კვირიანი კარანტინი თავისი ხარჯით, მაგრამ შესანიშნავ მომსახურებას ვთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა წერტილში, ჩვენს სასტუმროებში, ან თუ უფრო მოკლევადიანი ვიზიტია, შეიძლება, აირჩიონ რეგულარული „პისიარ“ ტესტირება, სამ დღეში ერთხელ ჩაიტარებენ „პისიარ“ ტესტს პირველი 14 დღის განმავლობაში.

როგორც წესი, უფრო ნაკლები დროით ჩამოდის ბიზნესვიზიტორი, რადგან დრო ძალიან ძვირად ფასობს. აქედან გამომდინარე, ალბათ ამ მეორე ოფციას აირჩევს, ჩაიტარებს რამდენიმე „პისიარ“ ტესტს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში