შავი ზღვის სანაპირო ზოლში უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარე დაფიქსირდა

08 ივლისი 2020, 16:25 11646 ნახვა

ბოლო დღეებში საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, კერძოდ, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე  უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეები დაფიქსირდა.

შავი ზღვის სანაპიროზე წყალმცენარეების რაოდენობის მატებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეიცლიასტებმა კვლევა დაიწყეს.

"სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.
სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული კვლევების შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი"-აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში