გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

08 ივლისი 2020, 18:06 1674 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზეა. უკვე გამოკითხეს მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ფიგურანტი მიკროავტობუსის მძღოლიც. შეგახსენებთ, გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი უცნობს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ ეს ადამიანი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. სავარაუდოდ, ის ავთანდილ ბილანიშვილია. საგამოძიებო უწყებაში ავთანდილ ბილანიშვილი ცოტა ხნის წინ, ადვოკატთან ერთად მივიდა. გაკეთდა თუ არა წინასწარ კომენტარი? ნატალი ჯახუტაშვილი გვეტყვის
 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში