ბათუმის მერია 8 ელექტროავტობუსს ყიდულობს

08 ივლისი 2020, 19:11 3391 ნახვა

ბათუმში შემოდგომიდან ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ქალაქის მერიის ინფრომაციით,  მიზანი გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. მათი თქმით, ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, რვა ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, თითოეული გათვლილია 70 მგზავრზე და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებული იქნება თანამედროვე სტანდარტის გათბობა და კონდიცირება. ასევე ექნება ხმოვანი სისტემა და იმუშავებს ვიდეო კამერები. ელექტროავტობუსების დატენვა შესაძლებელი იქნება ათი წუთის განმავლობაში.პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ევროს შეადგენს.ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს.
 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში