სამართალდამცველებმა დადგინეს ის პირი, რომელიც "კაწრო" ეგონათ

09 ივლისი 2020, 00:18 2090 ნახვა

სამართალდამცველებმა დადგინეს ის პირი, რომელიც ვიდეოჩანაწერების მიხედვით მედიამ  "კაწროდ" გამოაცხადა. ხაშურის მკვიდრი ლაშა ლურსმანაშვილი აღმოჩნდა.

მისი დაკითხვა ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. 

ტელეკომპანია "მთავარის"  19 ივნისის ღამის, გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ დიდუბეში, „ტოიოტა ქამრის“ მარკის მანქანიდან გურამ ამირხანაშვილის ჩამოსვლის შემდეგ ტერიტორიაზე მიდის მიკროავტობუსი, საიდანაც ჩამოდის ახალგაზრდა კაცი და რამდენიმე წუთით ესაუბრება ამირხანაშვილს, რომელიც მედიაში გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების მიხედვით "კაწრო, იგივე ავთანდილ ბილინაშვილი ეგონათ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში