ისრაელის პროკურატურა დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორის წინააღმდეგ ბრალის წაყენებას აანონსებს

09 ივლისი 2020, 11:13 1552 ნახვა

,,გალ ჰირში საქართველოში, თავდაცვის სფეროში განხორციებული საქმიანობის გამო, შესაძლოა კორუფციის ბრალდებით დააკავონ. პროკურატურა ყოფილ გენერალს და მის 3 პარტნიორს 11 მილიონზე მეტი ოდენობის შემოსავლებზე გადასახადებისთვის თავის არიდებას ედავება და მათვის ბრალის ოფიციალურად წარდგენისათვის ემზადება"- იტყობინება „The Times of Israel-ი.“

ისრაელის სახელმწიფო პროკურორის განცხადებით, ბრალდება ეხება საგადასახადო დანაშაულს, რომელიც 2007-2009 წლებში განხორციელდა. ჰირში, ოდედ შახნაი, იანივ ადამი და მიხაელ ბენიმინი, კომპანიაში „დამცავი ფარი“-ის პარტნიორები იყვნენ, რომელიც საქართველოს თავდაცვის სფეროში კონსულტაციებით და სამხედრო წვრთნებით უზრუნველყოფდა, ასევე შუამდგომლობდა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის საქმეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ხსენებულმა პირებმა შემოსავლების სახით 40 მილიონი შეკელი (11,5 მილიონი დოლარი) მიიღეს, რაც საგადასახადო უწყებას დაუმალეს. პროკურორის ინფორმაციით, ოთხმა ბიზნესპარტნიორმა ისრაელში, საქართველოსა და შვეიცარიში შექმნა კომპანიების და საბანკო ანგარიშების მთელი ქსელი, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან თანხების მისაღებად იყენებდნენ.

ბენიმინი არის საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავი. ბოლო პერიოდში მისი საქმიანობა მოიცავდა ალბანეთში ბინარული ოპციების და კრიპტოვალუტის ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელობას.

შემოსავლების დამალვის საქმეზე გამოძიება უკვე 4 წელია მიმდინარეობს ისრაელის არმიის გენერლის, სამხედრო კომპანია Defensive Shield-ის ხელმძღვანელის, გალ ჰირშის წინააღმდეგ და გამოძიების ყველაზე სერიოზულ ბრალდებას სწორედ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მოქრთამვა წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში