ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება 13 ივლისიდან დასაშვებია - გახარია

09 ივლისი 2020, 11:14 1953 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 13 ივლისიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება და ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარება დასაშვები ხდება. 

''ორშაბათიდან, 13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში,  როდესაც შიდა ტურიზმი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს და ტარდება ღია ცის ქვეშ, იქნება ნებადართული.

ბოლო პერიდოში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩატარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ, ორგანიზატორებს მივცეთ შესაძლებლობა ნორმალურად ჩაატარონ ეს გამოფენები'' - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში