მთავრობამ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა

09 ივლისი 2020, 11:41 2233 ნახვა

მთავრობამ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გაახანგრძლივა-ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,“-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა სახელმწიფოსგან ასეთი დახმარება მიიღო.

პრემიერის განცხადებით, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობაც გაფართოვდა. გიორგი გახარიას თქმით, დღეს კომპენსაციის მიმღებთა სიაში დაემატება საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანები და მათგან დაიწყებენ განაცხადების მიღებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში