ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყლის მიწოდება საღამომდე შეუწყდება

10 ივლისი 2020, 10:50 1395 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ზურაბ გორგილაძის, ლუკა ასათიანისა და ბარათაშვილის ქუჩების მონაკვეთს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა,  სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში