სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ ჯანდაცვის სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო

10 ივლისი 2020, 19:25 1470 ნახვა

სოციალური დახმარების აღდგენის მოთხოვნით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან მოქალაქე შიმშილობს. მურმან პაქსაძის თქმით, ოჯახში სამნი ცხოვრობენ, მათგან ორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ის შიმშილობის გაგრძელებას ორშაბათამდე აპირებს, შემდეგ კი ამბობს, რომ პროტესტის სხვა ფორმას მიმართავს. მოშიმშილეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შუამდგომლობას დაპირდა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში