ე.წ. პირველი აფთიაქის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

11 ივლისი 2020, 11:38 1241 ნახვა

ე.წ. პირველი აფთიაქის  შენობას ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. წლებია  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი  ამორტიზებულია და   რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტით გათვალისწინებულია  ფასადის რემონტი და სამღებრო სამუშაოები. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც   ძეგლზე   სართულების დაშენებას ითვალისწინებდა.  

საბჭოს ბოლო სხდომაზე  საბეომ  ინვესტორის შპს „ჟასმინი“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი განიხილა და ძეგლის  რეაბილიტაცია-რესტავრაციის  გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში მითითებულია, რომ რეაბილიტაცია განხორციელდება ძეგლის მოცულობის ცვლილების გარეშე, ამ ეტაპზე კი შიდა  არქიტექტურაზე მუშაობენ.  რესტავრაცია კერძო ინვესტიციებით ჩატარდება.

ცნობისთვის სპეციალისტები შენობის არსებული სახით აღდგენას ეწინააღმდეგებოდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ყოფილი პირველი აფთიაქის შენობას პირვანდელი ფასადი უნდა დაებრუნებინა და მოშორებოდა ფიგურებიანი ფასადის ნაწილი, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაამატეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში