საოკუპაციო ხაზთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

11 ივლისი 2020, 16:18 1131 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ სამთავისის მცხოვრებია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში