ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

13 ივლისი 2020, 12:55 4333 ნახვა

ბათუმის ბულვარში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. დაჭრილები კლინიკა "მედცენტრში" გადაიყვანეს. მათ დაზიანებები, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული.

"დღეს გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემოიყვანა 2 მამაკაცი 20 და 22 წლის. ერთს აღენიშნებოდა ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში. სავარაუდოდ, ბასრი საგნით მიყენებული, მეორეს ჭრილობები ჰქონდა მარცხენა იდაყვისა და მარჯვენა ბარძაყის არეში. ორივე პაციენტს ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა"- აცხადებს კლინიკა "მედცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

სამედიცინო დაწესებულებასთან დაჭრილების ახლობლებიც იმყოფებიან. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ მომხდარზე არაფერი იციან.

პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში