ბათუმში ჯერ მხოლოდ 1 ფიტნესი გაიხსნა

13 ივლისი 2020, 20:25 1423 ნახვა

მეორე კვირაა, რაც შრომის ინსპექცია, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, მათივე მოთხოვნის შესაბამისად ამოწმებს. ამ დროის მონაცემებით, ოპერირების უფლება რამდენიმე აუზმა და სპორტულმა დარბაზმა მიიღო. ჯერჯერობით,  სპორტული დარბაზებიდან მოთხოვნებს 25- აკმაყოფილებს, 11  კი ვერა. 21დარბაზი მზად   საერთოდ არ იყო, გარკვეული მიზეზების გამო კი 7 ობიექტი ვერ შემოწმდა.  

რაც შეეხება აჭარას, ფიტნესდარბაზებს შორის  სტანდარტები ამ ეტაპზე, ბათუმში მხოლოდ  ერთმა დააკმაყოფილა, ისიც სასტუმროში არსებული სპორტული დარბაზია.  შესაბამისად, შპს,, არგო მენეჯმენტმა’’ საქმიანობის განახლების  ნებართვა მიიღო. თითქმის  4  თვიანი პარალიზების შემდეგ, სპორტულ- გამაჯანსაღებელ ცენტრებს მუშაობის უფლება 8 ივლისიდან მიეცათ.  სამუშაო ნებართვის მოსაპოვებლად , ობიექტები შრომის ინსპექციაში სპეციალურ განცხადებას გზავნიან.  ობიექტების გახსნა კი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში