გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

14 ივლისი 2020, 14:05 1073 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მოწმეების    გამოკითხვა   გრძელდება.  ადვოკატების ინფორმაციით, საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება. გვიან ღამემდე  პასუხობდა სამართალდამცველების შეკითხვებს "ტოიოტას" მარკის მანქანაში მყოფი ერთ-ერთი მოწმე. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც შაქარაშვილს იცნობდა და არც იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო, მაგრამ  რადგან ავტომობილი დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა ავტობანზე, ამიტომ დაიბარეს გამოკითხვაზე.  

შეგახსენებთ, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება უკვე ოთხი მუხლით მიმდინარეობს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში