ბათუმში, ჩოხელის ქუჩაზე მოსახლეობის ნაწილს მეორე დღეა წყალი არ მიეწოდება

14 ივლისი 2020, 15:57 1194 ნახვა

ბათუმში, გ. ჩოხელის ქუჩაზე  წყალმომარაგების მილის დაზიანების გამო, მოსახლეობის ნაწილს მეორე დღეა წყალი არ მიეწოდება. აბონენტთა  თქმით,  დაპირების მიუხედავად, წყლის მიწოდება დათქმულ ვადაში არ მოხდა. 

''ორი დღეა წყალი არ მოდის. პატარა ბავშვი მყავს და წარმოიდგინეთ, რა ძნელია წყლის გარეშე ყოფნა. დავრეკეთ, გვითხრეს დილით ჩაირთვებაო, შემდეგ შუადღეზეო, მაგრამ  ამ დრომდე არ მოსულა. გვესმის, რომ დაზიანებულია, მაგრამ მოსახლეობის ინტერესიც ხომ უნდა გაითვალისწინონ და სამუშაოები დააჩქარონ'' - უთხრა მაუწყებელს ჩოხელის ქუჩაზე მცხოვრებმა. 

კომპანია ''ბათუმის წყალში'' გვითხრეს, რომ ავარიული დაზიანების დაფიქსირებისთანავე ტექნიკურმა ჯგუფმა დაიწყო აღდგენითი სამუშაოები. დღეს პროცესი დასრულდა და მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება, თუმცა გამოვლინდა მეორე დაზიანებაც. ამ ეტაპზე სპეციალისტები მეორე კერის დასადგენად მუშაობენ. 

კომპანიაში ამბობენ, რომ მოქალაქეებს წყლის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში