'Lufthansa​-სთან“  შეთანხმება მიღწეულია და გერმანიის მიმართულებით ყველაზე გვიან 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს - თურნავა

14 ივლისი 2020, 17:09 1383 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ყველაზე გვიან, გერმანიასა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები 2 აგვისტოდან აღდგება. რეისებს ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით შეასრულებს.

ნათია თურნავასც თქმით, მიუნხენის აეროპორტზე შეზღუდვა მოხსნილია. 

მისივე განმარტებით, არ გამორიცხავს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ახალი ჩარტერული რეისების დანიშვნა განიხილონ, რათა სტუდენტებმა შეძლონ წასვლა.

„გერმანიის მიმართულება არის ყველაზე პირველი, სადაც ჩვენ აღვადგენთ რეგულარულ ფრენებს. თქვენ უკვე იცით, რომ „ლუფთჰანზასთან“ არის მიღწეული შეთანხმება და ყველაზე გვიან 2 აგვისტოდან აღადგენს ფრენებს. პრაქტიკულად,  წინა კვირას ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტზე მოიხსნა შეზღუდვა და შეუძლია, ნებისმიერ დროს აღადგინოს. 

ჩვენ შევეხმიანებით, თუკი არის შესაძლებლობა, რომ უკვე ივლისში დაიწყონ ფრენები, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაკეთებული გვაქვს და მზად ვართ. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დამატებით ჩარტერიც განვიხილოთ, რათა თუნდაც ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ დროულად ჩასვლა. თუმცა, რამდენადაც მე ვიცი, სწავლა ევროპაში იწყება სექტემბრის განმავლობაში, მათ სწავლისთვის ჩასვლა არ უგვიანდებათ. მოვუწოდებ, რომ გამოიყენონ დარჩენილი დრო, იმოგზაურონ საქართველოში. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოსა და გერმანიას შორის საზღვრები 9 ივლისიდან გახსნილია, თუმცა პირდაპირი ფრენები ჯერ არ სრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში