ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობიდან გადადგა

14 ივლისი 2020, 22:32 1652 ნახვა

ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან ოფიციალური განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. თვალთვაძე ამბობს, რომ ის პოსტს ხვალიდან ტოვებს, თუმცა, ქალაქის სამსახურში დარჩება. 

"ხვალიდან ვტოვებ მერის მოადგილის თანამდებობას. ვიტყვი, რომ დიდი პატივი იყო ჩემთვის ჩემი ქალაქის სამსახურში ყოფნა. მხოლოდ მცირედით შევძელი ქუთაისისთვის ჩემი წილი ვალის დაბრუნება. ამიტომ, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ქუთაისის სამსახურში ვიქნები. ამ 2 წლისა და 7 თვის მანძილზე, იყო რთული დღეებიც და იყო ძალიან დიდი სიხარულიც, იყო წარმატებაც და წარუმატებლობაც. უბრალოდ, ძალიან დიდი მადლობა ყველას, იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი და რაც ამ ერთი კვირის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად მაგრძნობინეთ,"-წერს ნინო თვალთვაძე.

ვიცე-მერი არ აკონკრეტებს, თანამდებობის დატოვების შემდეგ სად გააგრძელებს მუშაობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნინო თვალთვაძეს შეთავაზება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აქვს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში