სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ აგროსამუშაოები დროულად ჩაატარონ

15 ივლისი 2020, 13:50 1560 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები მეთხილე ფერმერებს მოუწოდებენ, ნარგავებში აგროსამუშაოები დროულად და გეგმის მიხედვით ჩაატარონ. მათივე განმარტებით, ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, ამ პერიოდში აღინიშნება აზიური ფაროსანას ზაფხულის პირველი თაობის მესამე-მეოთხე ასაკის ინდივიდები, რომლებსაც თხილის მოსავლის დაზიანება შეუძლიათ.

"მოსავლის გადარჩენისა და ხარისხის შენარჩუნებისათვის, უმნიშვნელოვანესია თხილის სოკოვანი დაავადებებისგან დაცვა და შემუშავებული სქემის მიხედვით, პრევენციული წამლობების ჩატარება"-აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს განმარტებით, წელს მავნებლის რაოდენობა შემცირებულია, თუმცა სასოფლო-სამეურნეო კულტურების გადასარჩენად, მნიშვნელოვანია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება და მოსახლეობის, ფერმერების ჩართულობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში