ბათუმში ორი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

15 ივლისი 2020, 16:27 2933 ნახვა

"დაგვიბრუნეთ ხოფის ბაზრობა", "აღადგინეთ სამართალი" - ამ მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ანანიძეების ოჯახი 2008 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვენ. ისინი აჭარის მთავრობას პროკურატურასთან შუამდგომლობას თხოვენ, რათა საგამოძიებო უწყებამ მათი საქმე სწრაფად გამოიძიოს. ანანიძეებმა პროკურატურას 2012 წელს მიმართეს, თუმცა ამბობენ, რომ საქმე დღემდე გამოუძიებელია.


აქციის მონაწილეები ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლეს. ბათუმის მერიასთან, პარალელურად, საპროტესტო აქციას თურქეთში დროებით დასაქმებული ქალები მართავდნენ. ისინი საზღვრის გახსნას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, თუ მთავრობა თურქეთთან საზღვარს არ გახსნის, მაშინ მრავალჯერადი დახმარება დაუნიშნონ.



მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი შემოსავლის გარეშე დარჩნენ, უმეტესობას კი მთავრობიდან ერთჯერადი დახმარებაც არ მიუღია. 

აქციაზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აქციის მონაწილეებთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მივიდა. კახა შაშიკაძემ შეკრებილებს უთხრა, რომ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის თარიღს მოგვიანებით გააგებინებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში