ორი საპროტესტო აქცია ბათუმში

15 ივლისი 2020, 17:54 1789 ნახვა

"აღადგინეთ სამართალი" , "დაგვიბრუნეთ ხოფის ბაზრობა", -ამ მოთხოვნით ბათუმში ორი  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეები ამ წუთებში აჭარის მთვარობის ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრებილები, მანამდე კი მოთხოვნები მერიასთან და უმაღლეს საბჭოსთან გააჟღერეს.  აქციის მონაწილეების ნაწილი, ანანიძეების ოჯახი ითხოვს მათთვის 2008 წელს წართმეული ქონების დაბრუნებას, ხოლო მეორე ნაწილი თურქეთში თვითდასაქმებულები არიან,   ისინი საზღვრის გახსნას და კომპენსაციების გაცემას ითხოვენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში