მაღალმთიანის სტატუსს კიდევ 59 დასახლებული პუნქტი მიიღებს

16 ივლისი 2020, 12:02 1375 ნახვა

პრემიერის განცხადებით, მაღალმთიანის სტატუსი კიდევ 59 დასახლებულ პუნქტს მიენიჭება. გიორგი გახარიას განმარტებით, მათ შორის იქნება გორის, დუშეთის, თიანეთის, ასპინძისა და დმანისის მუნიციპალიტეტები.

„246 ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ამ სტატუსით უკვე სარგებლობს, მიემატება 26 ათასი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის იქნება დუშეთისა და გორის მუნიციპალიტეტებში 19 დასახლებული პუნქტი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთი ძველი თემა – გურიაში, გომის მთა ასევე მიიღებს ამ სტატუსს. ეს სამართლიანობა აღსდგება, გომის მთა მიიღებს დასახლებული და შემდგომ უკვე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სტატუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში