ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული - ლაშა კომახიძე არჩილ ჩიქოვანის ვიცე-მერად დანიშვნაზე  

16 ივლისი 2020, 14:39 4098 ნახვა

ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ვიცე-მერად არჩილ ჩიქოვანი დანიშნა და გადაწყვეტილების მიღების დროს, გუნდური პრინციპი გაითვალისწინა. 

''რაც შეეხება ვიცე-მერის კანდიდატურის შერჩევას, აქ მოხდა გათვალისწინება საერთო შეხედულების. ვინაიდან ვფიქრობ,  რომ ეს არ არის თანამდებობა ხონჩაზე მირთმეული. ეს არის ძალიან საპასუხიმგებლო საკითხების, დიდი პრობლემების გროვა, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ადამიანმა. შესაბამისად არჩილ ჩიქოვანია ის ადამიანი, რომელშიც გუნდი ხედავს შესაძლებლობას, აიღოს ეს პასუხიმგებლობა. მე გავითვალისწინე ეს მიდგომა'' - განაცხადა ყოფილმა მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თორნიკე რიჟვაძის მეჯვარე რატომ დანიშნა ამ თანამდებობაზე და ვინ გაუწია რეკომენდაცია, ლაშა კომახიძე პასუხობს -​ ''ნამდვილად არ ვიცი სხვა ტიპის კავშირები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ეს არის ძალიან სერიოზული პასუხიმგებლობა. ვინც მზად არის აიღოს, უნდა მიეცეთ ამის საშუალება. ​​ვინ ვის როდის შეხვდა და რაზე ესაუბრა, ეს არის ძალიან წვრილი დეტალები, რომელზეც არ ვთვლი, რომ ყურადღების გამახვილება ღირს''.

არჩილ ჩიქოვანი ამ დრომდე აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 

ბათუმის არჩეული მერი თანამდებობიდან დღეს გადადგა.  ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში