ახალი ჩვენება შაქარაშვილის საქმეზე

16 ივლისი 2020, 20:35 1510 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ არასრულწლოვანს გლდანის ციხეში ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარეგანი დათვალიერებით მას დაზიანებები არ აღენიშნება. ის ერთ-ერთია იმ 6 მოქალაქეს შორის, რომელმაც დაღუპული ბოლოს ნახა. პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროში ანა გაბეჩავას მეგობრები მარიამ ხატისკაცი და ლიზი ნადირაძე განმეორებით გამოკითხვაზე დაიბარეს. საპოლიციო უწყებამ,  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართა, დადგინდეს დაზიანებები, რომელიც გიორგი შაქარაშვილს აქვს მიღებული, ხომ არ უკავშირდება ხიდიდან ვარდნას.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში