ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 9 პაციენტი შეიყვანეს 

17 ივლისი 2020, 16:44 8359 ნახვა

ცოტა ხნის წინ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 9 მოქალაქე შეიყვანეს. ექიმების განმარტებით,  ყველა მათგანს ერთნაირი სიმპტომები - სიცხე, დიარეა და ღებინება აღენიშნებათ.

ისინი შარაშიძის ქუჩაზე ცხოვრობენ. ამბობენ, რომ მათი ინტოქსიკაციის მიზეზი სასმელი წყალია. 
პაციენტებს შორის ორი მცირეწლოვანია. 

დავით მურვანიძის განმარტებით, მოქალაქეებს ნაწლავური ინფექციის დიაგნოზით მკურნალობენ. ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდებათ შესაბამისი კვლევები.

''პაციენტები აღნიშნავენ, რომ სიმპტომები დაეწყოთ წყლის მიღების შემდეგ, მაგრამ მიზეზის თქმა ჩვენ გაგვიჭირდება, ეპიდემიოლოგებმა უნდა დაადგინოს. ჩვენ კლინიკაში პაციენტებს საჭირო კვლევებს ჩავუტარებთ'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს ბათუმის ინფექციური ცენტრის კლინიკურმა მენეჯერმა.

შარაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლებმა დღეს აქციაც გამართეს და ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაკეტეს.  

ადგილზე სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. სპეციალისტებმა წყლის სინჯები აიღეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში