"პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება“-დისკუსია

18 ივლისი 2020, 12:33 1534 ნახვა

"კოვიდკრიზისი საქართველოსათვის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებისათვის, რთული გამოცდილება იყო. თუმცა, მან გარკვეულწილად გამოგვცადა და ვიტყოდი, რომ ჩვენ ეს ტესტი ჩავაბარეთ. მან გამოსცადა ჩვენი ნდობა და დემოკრატია. ჩვენ შევძელით სწორად გვემართა ნდობის სამკუთხედი - მცოდნე ეპიდემიოლოგები, ეფექტური ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი საზოგადოება.“ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიაზე "პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილება: გამოწვევები, შესაძლებლობები, გზა მომავლისკენ". 

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის მრავალმა მიმართულებამ კოვიდკრიზისზე მნიშვნელოვანი რეაგირება შეძლო. ასევე, ხაზგასასმელია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობა. საქართველოს პრეზიდენტმა დისკუსიისას ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში