ადაპტირებული პლაჟი ბათუმის სანაპიროზე

18 ივლისი 2020, 13:30 1583 ნახვა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ადაპტირებული პლაჟით  წლევანდელ ტურისტულ სეზონზეც შეძლებენ სარგებლობას. შესაბამისი ინფრასტრუქტურა   ბათუმის  ბულვარის სანაპიროზე მოეწყო. შშმ პირთათვის ტივტივა ეტლები და  სპეციალიზირებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა უფასო იქნება. 

ტივტივების გამოყენება მათ ყოველდღე დილის 10-დან  საღამოს  7  საათამდე შეეძლებათ. პირველად, ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარში  გასულ წელს  გაიხსნა. ბულვარის ადმინისტრაციამ  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის 5 საცურაო ეტლი-სავარძელი 39 ათას 880 ლარად იყიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში