ეპიდსიტუაცია მსოფლიოში

19 ივლისი 2020, 12:06 1852 ნახვა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ელვისებურად იზრდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ინფექციის მასშტაბური ზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა.

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 3.7 მილიონს გადააჭარბა.  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ აშშ-ში 140 ათას103-ს მიაღწია. აშშ-ის 40-მდე შტატში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საჯარო სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულოა.ჩინეთში კი გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 16 შემთხვევებიდან 13 შემთხვევა შიდა გადაცემის ფაქტია, 3 კი - უცხო ქვეყნებიდან იმპორტირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში