ინფექციური საავადმყოფოდან მოწამლული 4 პაციენტი უკვე გაწერეს

19 ივლისი 2020, 12:18 996 ნახვა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით კიდევ 8 ადამიანი გადაიყვანეს. ამ ეტაპზე კლინიკაში 18 პაციენტი მკურნალობს. მედიკოსების ინფორმაციით ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებით სისხლში დიდი რაოდენობით ცვლილებები არ აღმოაჩნდათ და შესაძლოა მალე გაწერონ.

ყველა მათგანი შარაშიძის ქუჩაზე ცხოვრობს. მოქალაქეები მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებდნე.სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და კვლევის შედეგები 3 დღეში გახდება ცნობილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში