ახალი შემთხვევებიდან 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია - მარინა ეზუგბაია

20 ივლისი 2020, 12:08 1306 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან, 4 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, დანარჩენი 7 კი დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია-ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა.

კოვიდცენტრებში, დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ კოორონავისუსის 1039 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 900 შეადგენს. ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით, 162 პაციენტი მკურნალობს. ეს 11 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 4 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა და ესენი არიან სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, ხოლო დანარჩენი 7 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია. უმეტესობა მათგანი არის საკარანტინე სივრციდან, ნაწილი კიდევ დადასტურებული არის ადგილზე, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ჩვენთან გამოჯანმრთელდა ერთი, შემოყვანილია 5 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა. ამ 5 დადასტურებული შემთხვევიდან 1 გახლავთ შემოტანილი, ეს არის საკარანტინო სივრციდან რუსეთიდან მოქალაქე, რომელსაც კარანტინში დაუდასტურდა დიაგნოზი და გადმოიყვანეს ჩვენთან. დანარჩენი 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები. 1 პაციენტი მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების საშუალო და მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში