შაქარაშვილის საქმე - პროკურატურა წინასასამართლო სხდომის 1 თვით გაგრძელებას მოითხოვს

20 ივლისი 2020, 18:03 1241 ნახვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა წინასასამართლო სხდომის თარიღის 1 თვით გაგრძელებას მოითხოვს. უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ბრალდების მხარე სასამართლოს დღეს მიმართავს. ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე წინსასამართლო სხდომა 31 ივლისს იყო ჩანიშნული. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში