ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აჭარის მაუწყებლის მონიტორინგის ანგარიში და მაუწყებლის პასუხი 

20 ივლისი 2020, 18:23 1609 ნახვა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. მონიტორინგი 2019 წლის 25 დეკემბრიდან 2020 წლის 4 ივნისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ   25 დეკემბრიდან 10 მარტის პერიოდში  საინფორმაციო გამოშვებები იყო მიუკერძოებელი, თუმცა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობის შეცვლისა და გადაცემის წამყვანების ცვლილების შემდეგ გამოიკვეთა, რომ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა მნიშვნელოვანი ამბების მიჩქმალვა-არგაშუქებაში;  ბალანსის ხელოვნურად დაცვასა და კრიტიკისგან დაცლილი კონტენტის გავრცელებაში.  ქარტიის მიერ მომზადებულ ანგარიშს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწოდებს მაუწყებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ფირუზ ბოლქვაძე. ის საანგარიშო პერიოდში 20 საათიანი  საინფორმაციო გამოშვების რედაქტორი იყო.  ამბობს, რომ თემები, რომლებიც დღის განმავლობაში შუქდებოდა, ანგარიშში მოყვანილია, თითქოს საერთოდ არ გაშუქებულა მაუწყებლის ეთერში. მისი თქმით, მაუწყებელი გეგმავს საპასუხო, დასაბუთებული ფაქტობრივი დოკუმენტაცია შეგროვდეს, შესაძლოა ქარტიას სასამართლოშიც უჩივლონ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში