მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

21 ივლისი 2020, 11:56 1227 ნახვა

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ მიიჩნია. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის საჩივარი და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

სამართალდამცველებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და სამი თვე განესაზღვრა.

​მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივარს მოსამართლეთა კოლეგია თითქმის, 3 თვის განმავლობაში განიხილავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში