ბათუმის მეჩეთზე დავა ქუთაისში

21 ივლისი 2020, 20:33 1855 ნახვა

აშენდება თუ არა, ახალი მეჩეთი ბათუმში - ამ საკითხზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მოწმეებს 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ. მერიის წარმომადგენლების თქმით, საცხოვრებელ ზონაში მსგავსი საკულტო ნაგებობის აშენება არ შეიძლება.  მოსამართლემ კი მოწმეებს ბათუმის მერიის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტი შეახსენა, სადაც ფიქსირდება, რომ ოფიციალური რეგისტრაცია ბათუმში არსებულ რამდენიმე საკულტო ნაგებობას არააქვს, თუმცა ისინი დღემდე ფუნქციონირებენ.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში