საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 24-ით გაიზარდა

22 ივლისი 2020, 10:25 1780 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი 24-ით გაიზარდა და 1073-ს მიაღწია. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ვირუსი კიდევ ოთხმა ადამინმა დაამარცხა.

ქვეყანაში COVID-19-ით 16 ადამიანია გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 275 ადამიანი.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 24 დან 10 გარდაბანში ტესტირებისას დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია.

"5 არის შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლებია, 5 დაავადებულებთან კონტაქტებია, 10 კი გარდაბანში, ტესტირებისას დადასტურებული შემთხვევებია. 2-ის წყარო ჯერ-ჯერობით უცნობია, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროების დადგენის თვალსაზრისით.

ჩვენი პიკური პერიოდები ყოველთვის დაკავშირებული იყო რომელიმე ერთ დიდ კლასტერთან. ახლაც ასეთი სიტუაცია არის ამ ეტაპზე. ახლაც მინდა, რომ არ გასცილდეს ამ სიტუაციას. ჩვენ ახლა ე.წ კლასტერი გვყავს გარდაბნის რაიონის. საკმაოდ დიდი 4 სოფელია. მცხოვრებთა რაოდენობა 7000-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, შემთხვევების ეს მატება მოსალოდნელი იყო, რადგან გაჩნდა ახალი წყარო. ამ რეგიონის კვლევა გაგრძელდება და არა მგონია, თუ ჩვენ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას, შემთხვევების მატება გასცილდეს ამ ახალ კლასტერს. არა მგონია, რომ არსებული სიტუაცია გაფუჭდეს, თუ სწორად დავიცავთ რეგულაციებს"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გუშინ გარდაბანში ფართომასშტაბიანი ტესტირება დაიწყო. მუნიციპალიტეტში 6 ბრიგადა მუშაობდა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში