ტერორისტი მაქსიმ პლოხოი დააკავეს

22 ივლისი 2020, 10:35 1587 ნახვა

ტერორისტი მაქსიმ პლოხოი დაკავებულია, სპეცოპერაცია კი მშვიდობიანად, მსხვერპლის გარეშე დასრულდა. უკრაინის ქალაქ ლუცკში, შეიარაღებულმა მაქსიმ პლოხოიმ გუშინ დილით მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა. ბოლო ბრიფინგზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ​ დააზუსტა, რომ სულ 13 მძევალი გაათავისუფლეს. მისი თქმით, ტერორისტი თავად გამოვიდა ავტობუსიდან, რის შემდეგაც სპეცრაზმის წევრებმა დააკავეს. მას თან ჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები. ცნობილია, რომ ტერორისტი უკრაინის ხელისუფლების მიმართ აღშფოთებას გამოხატავდა. ის უარს ამბობდა ხალხის გაშვებაზე, მოგვიანებით კი სამართალდამცველებს ცეცხლიც გაუხსნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში