ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება - ამირან გამყრელიძე

22 ივლისი 2020, 13:12 2767 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სერიოზულად გამკაცრდება კონტროლი ბაზრობებზე.

"პარალელურად სერიოზულად მკაცრდება მეთვალყურეობა ბაზრობებზე, რომ ყველგან დაცული იყოს შესაბამისი პირობები. შესვლისას თერმოსკრინინგი, ყველა პირბადით, სოციალური დისტანცირება და ხელების ხშირი დამუშავება. ეს აუცილებელია და ამაზე იქნება სერიოზული კონტროლი შესაბამისი ჯარიმებით, შესაბამისი აღსრულებითი ღონისძიებებით და ა.შ. ამის გარეშე არის რისკი იმისა, რომ ინფექცია კიდევ უფრო გავრცელდეს"- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოს კორონავირუსით გარდაცვლილი მეთექვსმეტე პაციენტის ოჯახის წევრები ბაზრობებზე მუშაობდნენ. როგორც ცნობილია ყველა მათგანს covid-19 დაუდასტურდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში