შაქარაშვილის საქმე - ექსპერტიზის ბიუროს განცხადება

22 ივლისი 2020, 13:18 2097 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჩატარებული  ექსპერტიზის დასკვნის შესახებ  ლევან სამხარაულის სახელობის  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განცხადებას ავრცელებს. 

ციტატა: ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს "გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში", არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს“ - ნათქვამია სამხარაულის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამ  განმარტების გაკეთება  როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განმარტავენ,  მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც   დასკვნის გარკვეულმა დეტალებმა  კითხვები  გააჩინა.  ბიუროში განმარტავენ, რომ  ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური პასუხები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში