თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

22 ივლისი 2020, 18:29 2216 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებას ოჯახი და ადვოკატი უნდობლობას უცხადებენ და საქმეში დამოუკიდებელ ექსპერტს რთავენ. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მანქანაში ნაპოვნია მედიკამენტები, რა პრეპარატები აღმოაჩინეს ცხედართან ერთად ავტომობილში ამას  ექსპერტები დაადგენენ. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მანქანა ადგილზე ახალი მიყვანილი იყოს. 

როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ამ ტერიტორიაზე გოგონას მშობლები მის მოსაძებნად იმყოფებოდნენ, თუმცა მაშინ ადგილზე ავტომობილი არ ყოფილა. ახლობლების თქმითვე, თეთრიწყაროში გარდაცვლილს ნაცნობები არ ჰყოლია და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, ტერიტორიაზე გოგონა მოტყუებით მიიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში