ლუცკში მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა

22 ივლისი 2020, 18:01 1389 ნახვა

ტერორისტი მაქსიმ პლოხოი, რომელმაც დილით მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, დააკავეს. ტერორისტი თავად გამოვიდა ავტობუსიდან, რის შემდეგაც სპეცრაზმის წევრებმა დააკავეს.

უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსში მყოფი მგზავრები ტყვედ დღეს დილით აიყვანა და მძღოლს უბრძანა, ტრანსპორტის მთავარ მოედანზე წაეყვანა. მას თან ჰქონდა იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში