შტაბს აქვს დავალება მიღებული სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში გაამკაცროს საკარანტინო ზომები - პრემიერი

23 ივლისი 2020, 11:15 1304 ნახვა

პრემიერის განცხადებით, საკოორდინაციო შტაბს დავალება აქვს მიცემული, გარდაბანში, ეპიდსიტუაციის გამწვავების შემთხვევაში სწრაფად გაამკაცროს საკარანტინო ზომები. მისივე თქმით, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

"გუშინ გვქონდა ინფიცირების 24 შემთხვევა, დღეს - 12. სამწუხაროდ, ფიქსირდება მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. სიტუაციას ვაკონტროლებთ, თუმცა გვმართებს ყურადღება.  გავრცელება ძირითადად გარდაბნის მუნიციპალიტეტშია, რაც საყურადღებოა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სოციალური სტრუქტურა სოფლებში გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ადგილობრივი მუშაობს თბილისის და სხვადასხვა ბაზრობებზე. ამიტომ, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, ისევე, როგორც ამ სოფლებში ჩატარდება ტესტირება. შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში გვქონდეს შესაძლებლობა, სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზომების სწრაფი გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში