საქართველოში შიდა ფრენები ხვალიდან განახლდება

23 ივლისი 2020, 13:55 1590 ნახვა

საქართველოში შიდა ფრენები პარასკევიდან, 24 ივლისიდან განახლდება. რეგულარული რეისები ნატახტარიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების, ხოლო თბილისიდან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განმარტებით, ფასები უცვლელი დარჩა და არ გაზრდილა. თამარ არჩუაძის ინფორმაციით აგვიტოდან ფრენების სიხშირე გაიზრდება, მესტიის მიმართულებით კვირაში 5 რეისი შესრულდება, ბათუმის მიმართულებით 4, ხოლო ამბროლაურში სამი. 

'' შიდა ფრენები აღდგენილია და პარასკევს უკვე საშუალება გექნებათ ნატახტარის აეროპორტიდან მესტიაში გაემგზავროთ. ხოლო საღამოს 8 საათზე თბილისიდან ბათუმის აეროპორტში ცაფრინდეთ. ყველა რეისი აღდგა, გამონაკლისია მხოლოდ ქუთაისი მესტიის მიმართულებით ფრენა. ​შეფერხება არ ყოფილა უბრალოდ ქუთაისიდან მგზავრების მოთხოვნა დაბალია. ეს რეისები არის სუბსიდირებული, სახელმწიფოს დაფინანსებულია შიდა ფრენები, ამიტომ თანხების გადამისამართება მოხდა მოთხოვნად რეისებზე. ფასები არ გაზრდილა და უცვლელია. 2020 წელი შიდა ტურიზმის წლად გამოცხადა, ამიტომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რო ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ გადაადგილება კომფორტულად და უსაფრთხოდ.

covid-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ყველა ნორმა არის დაცული, მიუხედავად იმისა, რომ ფრენები ადგილობრივ აეროპორტებში მიმდინარეობს. ნატახტარის, ამბროლაურის და მესტიის აეროპორტები აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ. ეს იქნება დეზობარიერები, სოციალური დისტანცირება თუ თერმოსქრინინგი“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

ბ​ათუმის მიმართულებით ავიარეისები 24-დან 31 ივლისის ჩათვლით შესრულდება შემდეგი განრიგით:

თბილისი - ბათუმი და პირიქით:

პარასკევი: თბილისი - ბათუმი: 20:00, ბათუმი - თბილისი: 22:00

კვირა: თბილისი - ბათუმი: 19:00, ბათუმი - თბილისი: 21:00

ორშაბათი: თბილისი - ბათუმი: 09:00, ბათუმი - თბილისი: 15:00

ოთხშაბათი: თბილისი - ბათუმი: 09:00, ბათუმი - თბილისი: 15:00

პარასკევი: თბილისი - ბათუმი: 20:00, ბათუმი - თბილისი: 22:00

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში